უილიამ ლაჰიუ: თქვენი მთავრობა აცნობიერებს, რომ მას სჭირდება ცვლილებები და მუშაობს
“არცერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი, მთავარია, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მას სჭირდება ცვლილებები და გააგრძელებს ქვეყნის განვითარებას“, – ამის შესახებ ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს საქართველოს შესახებ freedom house-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ლაჰიუს თქმით, ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა და საქართველოს მთავრობა ამას აცნობიერებს.
“არცერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი, მთავარია, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მას სჭირდება ცვლილებები და გააგრძელებს ქვეყნის განვითარებას. ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა, თქვენი მთავრობა ამას აცნობიერებს და მუშაობს“, – განაცხადა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
შეგახსენებთ, რომ freedom house-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდა. რაც შეეხება დეტალურ ანგარიშს ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც Freedom House-ის წარმომადგენელმა „კურიერთან“ ინტერვის დროს განაცხადა, საქართველში მედიის თავისუფლების ხარისხი ჯერ კიდევ მყიფეა.