უილიამ ლაჰიუ: საკმარისია წახვიდეთ გორისკენ და ნახოთ, რა გამოიარეს დევნილებმა
„საკმარისია წახვიდეთ გორისკენ და ნახოთ, რა გამოიარეს დევნილებმა“, – აღნიშნული განცხადება ჩრდილო – ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების საკითხზე კომენტარებისას გააკეთა.
ლაჰიუს შეფასებით, პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს და საქართველოში მშვიდობა დამყარდეს.
“ძალიანი მნიშვნელოვანი ძალისხმევაა. საკმარისია წახვიდეთ გორისკენ და ნახოთ, რა გამოიარეს დევნილებმა, რომ მიხვდეთ, ეთნიკურ წმენდას ადგილი ჰქონდა. ახლა მნიშვნელოვანია, მოხდეს ამის აღიარება, ეს საერთაშორისო დიალოგისთვისაც მნიშვნელოვანია. უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება და დამყარდეს მშვიდობა საქართველოში“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.