ნილს სკოტი 2008 წლის ომის გამოძიებაზე: სამხილების განსახილველად და სამსჯელოდ ჰააგა სწორი ადგილია

გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხილების განსახილველად და სამსჯელოდ ჰააგა სწორი ადგილია.
სკოტის შეფასებით, ჰააგის სასამართლომ არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. მისივე თქმით, პროცესი შერიგებისკენ უნდა წავიდეს, ტრაგიკულ მოვლენებს კი თავი ავარიდოთ.
„არსებობს სამხილები, რომლებიც გამოძიების ჩატარების საფუძველს იძლევა. თუმცა უმჯობესია სასამართლოს მივცეთ საშუალება, სამხილები გამოიკვლიოს და შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს ვერდიქტის საფუძველზე. ჰააგა სწორი ადგილია ამ სამხილების განსახილველად და სამსჯელოდ. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ პროცესი შერიგებისკენ წავიდეს, ტრაგიკულ მოვლენებს თავი ავარიდოთ და ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა ნილს სკოტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები