ლია გიგაური: სკოლებში, სადაც სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა 1 თებერვლიდან განახლდება

ყველა იმ სკოლაში, სადაც ამჟამად სწავლის პროცესი, გრიპის ვირუსის გამო, შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება, – ამის შსახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა თბილისის #87 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.
ლია გიგაურმა სკოლაში სასწავლო პროცესი დაათვალიერა, თუ როგორ ახორციელებს #87 საჯარო სკოლა ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.
როგორც ლია გიგაურმა საუბრისას აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით სწავლა, გაცდენების გამო, 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი. დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია.
“სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ ადგილზე, სკოლებში რამდენად სწორად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება”, – აღნიშნა ლია გიგაურმა.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად სწავლა შეჩერებულია, არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.
“ყველა იმ სკოლაში, სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები