ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 1969 წელს დაბადებული მოქალაქე გორის რაიონის სოფელ ზერტის მკვიდრია.
ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. კომიტეტის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახური დაკავებასთან დაკავშირებით მასალებს ე.წ. სასამართლოში გადასაცემად ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები