დავით ქევხიშვილი ზურაბ ზვიადაურზე: მაგას ეტყობა, თავში აქვს პრობლემა

ძიუდოში 90-იანი წლების დაბრუნებასთან დაკავშირებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ზურაბ ზვიადაურის განცხადებას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, არასოდეს არ ჰქონია საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ისეთი პირობები, როგორიც დღეს აქვს.
“რა უნდა ვთქვა, ეტყობა, მაგას თავში აქვს პრობლემა. თუ დიდი ყინვებიდან გამომდინარე, ყოველთვის არ არის ის ტემპერატურა, რაც უნდა იყოს, ეს ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის არის ის ტემპერატურა, რომ მათ ვარჯიშში ხელი არ შეეშალოთ. ზვიადაურის მხრიდან ბრალდებები უსაფუძვლოა”, – განაცხადა sportall.ge-სთან საუბარში ქევხიშვილმა.
ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები