ადეიშვილი სააკაშვილს არ ეთანხმება – ექსპრეზიდენტი საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს

 უკრაინული wikileaks-ი მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მორიგ საუბარს  აქვეყნებს სათაურით: „ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის გაშიფრული ჩანაწერი“, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში მიმდინარე  პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობენ.

 

 მ. მოდი, ზურა! „ზდრასტი“, ძამო, როგორ ხარ?!

. მიშა, ძირითადად, მოგიყვები, რაც მითხარი საქართველოს თემებზე!

. იქ იცოდე, სიტუაცია უნდა დავძაბოთ. კარგი იქნება, დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში! ბათუმი კიდევ,  ნავთობსადენიც კარგი იქნება!

.  მიშა, მე არ ვუჭერ მაგას მხარს. ხო ნახე შენი დაგეგმილი, რომ გაეკეთებინათ „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებით, მსხვერპლი მოჰყვებოდა და შედეგიც არ დადგებოდა.

. შენ,  ბიჭო, ძაან ჭკვიანი ნუ გეგონება თავი. მე რომ არ ჩავრეულიყავი, დავკარგავდით რუსთავს და წაიღებდა პინგვინა.

. იცი რა, ეგ საკითხი საერთაშორისო ზეწოლამ გადაწყვიტა, როგორც გეუბნებოდი. მაკკეინმა და ელჩმა გადაარჩინეს სიტუაცია. თორე ის, რაც სუს-ს ჩანაწერები ჰქონდა ბოკერიაზე და სხვებზე, ჩვენს დროს ყველა ციხში იჯდებოდა უკვე. მე არ მინდა მაგ ოპერციებში ჩარევა, კვლევებს მივცემ და დაავალე, იქ გიგა და კეზერას ხალხი მიხედავენ მაგას.

. რა წუწუნა ხარ, შე ჩემა, შენ არ გეხება ეგ საკითხი. მაგათ აქვთ დავალებული და მთავარია, რუსებს გადავაბრალოთ ყველაფერი, რა.

. ეგ თემაც, თუ ძალიან გინდათ, ისე უნდა გაკეთდეს, თავისი მსხვერპლით და პიარით, რომ ასე ითქვას, მიშა არჩევნებს იგებს და პუტინს უნდა, რომ ხელი შეუშალოს და საქართველოს აფეთქებსო! იქვე კადრები გავა, დაღუპულების ოჯახები რომ იყვირებენ, მიშა მოგვხედე, გვიშველე, დაგვიცავი, უშველე საქართველოს! აი ეს უნდა იყოს შედეგი!

. მერე მეც მაგას გეუბნები, რომ მაგ კუთხით დაეხმარე-მეთქი, აბა, შენ ხომ არ შეგაგდებინებ „გრანატას“ ზუგდიდის ბაზრაში!

. ჩერნოვიცკის და ბურჭულაძის თემაა მისახედი, მიშა. ეს უფრო მნიშვნელოვანია. ანალიზი, რომელიც გავაკეთებინე,  „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს 14- 15% აფიქსირებს. პრინციპში ეს ჩვენი უცვლელი რეიტინგია და მაგის გაზრდა ძნელი იქნება, ადმინისტრაციულ რესურსს ჩვენ არ ვაკონტროლებთ. ამიტომ 65%, რომელიც არც ჩვენ და არც „ოცნებას“ აძლევს ხმას, ეგ ელექტორატი უნდა ავითვისოთ.

. ზურა, „ოცნების“ რეიტინგი თუ შეისწავლეთ, მაგათ რა აქვთ ახლა?

. მაგათი რეიტინგი რეგრესშია! მიახლოებით ჩვენნაირი აქვთ – 15 %, ნუ სახელისუფლებო რესურსით 2-3 %-ით გაზრდიან, მეტით არა! უმრავლესობის შანსი მაგათ არ აქვთ. საერთოდ უმრავლესობას ვერავინ აიღებს. მაჟორიტარებს არ ვგულისხმობ, ეგ ცალკე უნდა განვიხილოთ! ჩვენი მთავარი ამოცანა  პაატას და ლონიას მივხედოთ და ჩვენები იქ გადავანაწილოთ!

. ბიძინას „რესპები“ რომ ჩამოვაშორთ? დათო და თინა ვერ იტანენ მაგ პინგვინას. უსუფა მეუბნებოდა, ასეთი გაუნათლებელი არსება არ მინახავსო, რა ვქნა, თავს ვუქნევო. ვაშინგტონიდან  მივაწოდებთ ამ თემას და ცალკე გავიდნენ ეგენი პარლამენტში, ასე აჯობებს!

. მიშა, ძალიან გთხოვ, რა! ეგენი შენ გელაპარაკებიან ასე, სინამდვილეში ბიძინას უძვრებიან. საგარეჯოში რომ დავეხმარეთ, მადლობაც არ შემოუთვლიათ! „რესპები“ არიან ახლა ხელისუფლებაში, სხვა კი არავინ არის. მერე ეგენი ცალკე რომ გავიდნენ, ბარიერს ვერ გადალახავენ. „რესპუბლიკელების“  გარეშე „ოცნება“ მეტ ხმას აიღებს და  რათ გვინდა ეგ! მაგას ჯობია, ჩვენ დავეხმაროთ, რომ ბიძინას იან კელი მიაწვეს და „რესპებისთვის“ მეტი ადგილი დაათმობინოს. ეს არის უკეთესი.

. ისე მართალი ხარ, ზურიკო! მაგათ ხმას არავინ მისცემს და „ოცნებაში“ იყვნენ და იქ დავათრევინოთ გამსვლელი ადგილები. ლონია მელაპარაკა და იმედი აქვს, რომ ბევრ ხმებს აიღებს. მაგას კარგი გამოცდილება აქვს კიევში მიღებული. იანუკოვიჩის ებრძოდა და იულიაც და კიევი მოიგო. პენსიონრებთან მუშაობა იცის მაგ ჩემისამ, მაგარი აფერისტი ტიპი კია ისე.

. მიშა, მეც მაგას ვამბობ, ხომ არ გადაგვაგდებს, მერე პარლამენტში თუ მოხვდა?!

. მაიცა რა! მაგას მოვუტ…ვ როჟას. მე რომ არ შემენახა, ციხეში იჯდებოდა  დღესაც და მილიონები გაუფრინდებოდა. შენ სქემა დადე და მიეცი მაგას, გადაგდებას ვაჩვენებ მაგას, ვერ გაბედავს!

. ახლა რაც დაიწყეს, ცუდი არ არის, ის დუმბაძე ჩვენთან არ ასოცირდება და კარგია. მაგასთან „ნაციონალებიდან“ ჯერ არავინ არ უნდა დაფიქსირდეს. „იმედის საქართველო“ არ არის ცუდი. რეგისტრაციის საკითხი აქვთ გასაკეთებელი და ინფარსტრუქტურაში დავეხმარებით.  სოციალურ დახმარებაზე, პენსიების გაზრდაზე უნდა გააკეთოს აქცენტი. დახმარების  პროექტებს გავუწერთ, ფულები ტყუილად რომ არ ფანტოს. ჩერნოვეცკის მიმართულება სოციალური თემა უნდა იყოს. თან თვითონ მაგან უნდა გამოაცხადოს, რომ არანაირი თანამდებობა არ უნდა,  რახანც ის საქართველომ დაიფარა, უყვარს საქართველო და ასეთები რა. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა პენსიონერია და მაგი უნდა გავხადოთ, პენსიონერების „ლიუბიმჩიკი“!

. გეთანხმები, კი! კარგი ვარიანტია. შენ კონცეფცია გაწერე და მაგის კაცს მოგამაგრებ. თან გააკონტროლე მერე, ხო!

. კარგი! მე ლარისა რომ არის კიევში, ეგ მეკონტაქტებოდა  და…

. არა, არა სხვა  იქნება საქართველოდან. სხვებზე რას ვშვრებით?

. ხო, ახლა პაატას საკითხი დასახვეწია. მაგი  პარტიული მუშაობის აზრზე არ არის, მაგარამ „სასტავი“ გავუკეთეთ და დაწყებული აქვთ მუშაობა. მაგის ხიბლი ის არის, რომ შევარდნაძის ჩინოვნიკები, ვინც იყვნენ, ასევე  „ოცნებაზე“ განაწყენებულები  შეიკრიბონ მაგასთან. ეგ პროცესი დაწყებულია უკვე. ახლა პროგრამაზე მიდის მუშაობა და ახალი ეტაპი იქნება მაგათი ფონდისთვის. პოლიტიკური ორგანიზაცია გასაკეთებელი ექნებათ.

. ნუ გაწელავთ, ყველაფერი დროულად არის გასაკეთებელი. სხვა ჯგუფებში რა ხდება?

. სხვებში რა! ბურჯანაძეს პარტია დაშლის პირას ჰყავს, შალვა ვერაფერს შეძლებს. მაგას ცოტას თუ მივცემთ და ბიძინაზე ვალაპარაკებთ, ეგ იქნება. თარხან-მოურავის პარტია რომ არის, მაგენი ეცდებიან, აკრიფონ, მაგრამ ბიძინასგან ელოდებიან წყალობას და მაგ ორბიტაზე ტრიალებენ, „რესპუბლიკელების“ ჩანაცვლება უნდათ.  ახალი „სასტავები“ ჩნდებიან უკვე, ერთმა  სახალხო ხელისუფლება დაირქვა, ხუთ ენაზე გაავრცელეს ახალი წლის მოლოცვა, აფხაზურად,  ოსურადაც. ეს ჩვენმა „სირებმა“ როგორ ვერ მოიფიქრეს. როგორც დავადგინე, მამალაძის და მოლაშვილის შექმნილია. არ ხმაურობენ, მაგრამ რეგიონებში ოფისებს ხსნიან აქტიურად.

. თქვე „სირებო“, თავის დროზე უნდა მოგეშორებინათ  ეგ ნაბიჭვრები.

. გასაგებია! მამალაძის ჩასვლა დაბლოკილი გვაქვს, პროკურატურაში მაგის საკითხები გავჭედეთ, ხიდაშელი  არის თან მონდომებული. აპელაციაში შეიტანა და იქ ჩემიამ უარი უთხრა, ახლა უზენაესში აქვთ საქმე შთანთქმის გამოყენებაზე და იქ გიორგის აქვს შავლიაშვილს, ჩემი ახლობელია და ის მიხედავს. კაროჩე მამალაძეს არ ჩაუშვებთ იქ, მოლაშვილი კი ძლივს დადის, ორი დღე აქვს დარჩენილი ალბათ!

. ზურა, სასამართლო და პროკურატურა, სულ შენი გამოზრდილები არიან და მიხედე! ქინძი ალასანია რას შვრება? ხო, გარდაბანში კიდე რა ვითარებაა?

. აუ, გარდაბანი დაიკიდე რა, არაფრის მაჩვენებელი ეგ არ არის! ირაკლის „სასტავიდან“, ზოგი ბიძინას კოალიციაში შესვლაზე ჩალიჩობს, შიშები აქვთ, რომ შეიძლება ვერ გადალახონ! მაგათ ფინანსებით სჭირდებათ დახმარება. ჩემი აზრია, რომ დავეხმაროთ, რადგან ეგ „ოცნების“ ელექტორატზე იმუშავებს.

. ყოველთვის ხელით სათრევი როგორ უნდა იყოს, ეგ ჩემისა. რა ვიცი, აბა. შენ შეძლებ მაგის დალაგებას და მიხედე.

. „ხოროშო“! „ნაცმოძრაობა“ გვაქვს მისახედი სერიოზულად. შიდა  დაჯგუფებების თემა უნდა დავამთავროთ. ახლა ბიუჯეტს ვაკეთებთ. ყველგან არის ოფისები აღსადგენი. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლებაში ვბრუნდებით. მე სპეციალურად გავავრცელებინე ჩემი ხედვები. იმას, რასაც ჩვენზე ამბობენ, რეჟიმი და ასე შემდეგ, ჩვენვე უნდა ვთქვათ. ძალადობრივ მომენტებზე, ასევე ვიტყვი, რომ რუსეთი გვიტევდა და სახელმწიფოს გადარჩენის ამოცანა გვქონდა. ამიტომ შეცდომებიც იყო, ზოგიერთის გადაცდომაც იყო, მაგრამ სახალმწიფო შევინარჩუნეათ და გავაძლიერეთ. ამას მივაბავ ყველა ასპექტს, რომ სააკაშვილმა  და „ნაცმოძრაობამ“ შექმნა ძლიერი საქართველო, მისი დაცვის საერთაშორისო გარანტიები, ხალხი სოციალურად დაცული იყო, მუშაობდა ყველა  და ასე შემდეგ. რომ იცოდე, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისკენ იხრება და ეგ თემაც უნდა მივიბათ. მიახლოებით ასე, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას  მხარს ვუჭერთ, და არა კაცთმოძულე  აგრესორ პუტინს! „კაროჩე“, ყველა საკითხი, რისი მოსმენაც უნდა ხალხს, ყველაფერი ჩვენ უნდა ვთქვათ და ჩვენს „სასტავებს“ ვათქმევინოთ! მთავარი აქცენტი გვექნება იმაზე, რომ ყველა პროგნოზით არჩევნებს ვიგებთ, ხელისუფლებაში ვბრუნდებით და ყველანაირი დაძაბულობისა და ანგარიშსწორების გარეშე გადმოვიბარებთ სახელმწიფოს მართვას.  ბიძინაზეც ვიტყვით, რომ არ იცის ქვეყნის მართვა და ამიტომ გაავსო მთავრობა უვიცებით, თავისი ბიზნესისთვის იყენებენ ქვეყანას, ამიტომაც ხალხი ცხოვრობს ცუდად. ვიტყვით, რომ ბიძინას არ გავდევნით საქართველოდან, დარჩეს, როგორც მეცენატი.

. ამ პინგვინაზე რამდენს ბაზრობ, პუტინის კაცია, თქვით და დაამთავრეთ. სადაც არ უნდა გაძვრეს, მაგას მაინც არ მოვეშვები!

. მიშა ძალიან გთხოვ, რა. შენ არ აგვირიო საქმე. ახლა პიარის გაწერას ვამთავრებთ ბიჭებთან ერთად, რუსთავს და სხვებსაც თავისი დატვირთვა აქვს და კიდევ გეტყვი რა, ხალხის სათქმელი ჩვენ უნდა ვთქვათ. ხმები გავზარდოთ და მერე რაც გინდა, ის გააკეთე.

. კაი, კაი!  რომ დაამთავრებთ სამოქმედო გეგმის ფორმირებას, დეტალები გავიაროთ. დამფინანსებლების სია ცალკე გააკეთეთ, მე რა უნდა დავდო, ანუ კეზერამ, ბეჟომ, ფიფიამ, გაზის სფეროდან და სხვები. „კაროჩე“, ეგ დავითასთან ერთად გააკეთეთ!

. კი ეგრეც ვაპირებ. ასე რომ, ყველა ჯგუფი რომ გავიყვანოთ, არ გამოვრიცხავ, პარლამენტში უმრავლესობა მოვაგროვოთ და მერე, როცა გინდა, დაბრუნდები.

. შენ შიგ ხომ არ გაქვს, რა მინდა მაგ სირებთან. საქართველოს უნდა ვაოცნებო სააკაშვილზე! ამერიკელებთან გეგმა მაქვს, როგორც ვილაპარაკეთ მაშინ, ის რეალურია უკვე. ცოტა ხანი  და უკრაინის ურიადს დავითრევთ. მერე კი იცი, რასაც გავაკეთებთ, ჩემო ზურიკო! ბილტდის თემაც ჩვენი შეგდებულია!

. ძალიან კარგი, მიშა, აბა ორმოცდაორი მილიონის მართვას როგორ  შევადარებ საქართველოს ორ კინკილა დებილებს. იაცენიუკ-ავაკოვის გაჟიმვა ბოლომდე  უნდა მივიყვანოთ.

. ბიჭო, მაგათ უკრაინელი ხალხი დედას უტირებს, მიქსეული მყავს და მთავრობის დათრევის თემა რომ გაბაზრდა, მთელი ეს ჩალიჩა ოლიგარქები ჩემთან მორბიან. მაგათ ნელ-ნელა გადმოგაბარებ.

ხო, ახლა, მოიცა.

Да!

К. Михаил Николаевич, Вас ожидает Олег Викторович!

М.  Ааа, Да, да сейчас, я выйду!

. ზურა დავამთავროთ რა, ეგ ბოიკო იცი, ვინ არის, „რიციო გრუპის“ მფლობელია, სპეციალურად ჩამოვიდა. ყველაზე დიდი კაზინოები მაგისია, ვულკანი ხომ იცი და სხვები კიდევ.  კაზინოების ადგილებს ვაჩვენებ. „კაროჩე“ ეგ დათრეული მყავს! კაზინოების  აღდგენა რომ მოვითხოვე, მთელი ამბავი ატყდა, ინვესტიციებზე რიგებს დავაყენებ, აი ნახავ!

შენ გეგმა გაამზადე და მერე გავიაროთ ერთად!

. კაი, კაი. წავედი მიშა, კარგად!

წყარო: wikileaks.center

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები