კახა კალაძე ნაკრებიდან მის წამოსვლას სააკაშვილის განცხადებას უკავშირებს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ რადიო “თავისუფლებასთან” ისაუბრა.
კალაძემ საფეხბურთო ნაკრებიდან წასვლა და პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებიც განიხილა.
მისი განმარტებით, ნაკრებიდან წასვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ერთ-ერთ ამხანაგურ თამაშში მას არ დაუძახეს. მინისტრი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მისი მხრიდან მიხელ სააკაშვილის საჯაროდ გაკრიტიკება იყო.
„როცა ვიკითხე, რაში იყო პრობლემა, ამიხსნეს, რომ „სხვა ფეხბურთელები“ ნახვა უნდათ. მე უკვე ვგრძნობდი, რაც ხდებოდა, იმიტომ რომ საჯაროდ ვაკრიტიკებდი სააკაშვილის მთავრობას. ვგრძნობდი, რომ ჩემი მოშორება უნდოდათ ნაკრებიდან, რომლის კაპიტანიც ვიყავი. და მივიღე გადაწყვეტილება, ღირსეულად წავსულიყავი. არავის რომ არ გავეგდე, ჩემით წავედი. გნებავთ ახალგაზრდები? ინებეთ! მხოლოდ გამეხარდება, თუ ახალი თაობა ითამაშებს. მე მივესალმები ამას. ახლა, როგორც მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და დაუბრუნდეს დიდება“,-განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ის კარგად იცნობდა სააკაშვილს და მთავრობაში მოსვლის დროს მისი მხარდამჭერიც კი იყო. მაგრამ იგი განმარტავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო საქმის ბოლომდე კარგად გაკეთება.
კახა კალაძის განცხადებით, მან პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ივანიშვილმა 2011 წელს ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.
კახა კალაძისთვის ენერგეტიკის სფერო უცხო არ ყოფილა. მას ჰქონდა კომპანია, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობდა. კალაძის განცხადებით, გარდა ამ ბიზნესისა, ამ სფეროში მთავრობაში მოსვლამდე არასოდეს უმუშავია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები