საკრებულოს წარმომადგენლები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და ფრაქციასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა უდიდესი ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს, მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული უწოდეს და ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. სტუმრებმა სიმბოლური სანთლები აანთეს და ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელი, 2 მილიონი ბოშა და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ღონისძიება სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და ასოციაცია “ლეას” ორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA), საქართველოში ისრაელის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები