ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რეგიონისთვის სახელის შესაცვლელად მუშაობა დაიწყო
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა დაიწყო ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც რეგიონისთვის სახელის შეცვლას აპირებს. „სამხრეთ ალანია“, „ალანიის რესპუბლიკა“ ან „სამხრეთ ოსეთი – ალანია“ – თიბილოვის დავალებით, ე.წ. უწყებები სახელწოდების სამ ვერსიას განიხილავენ. ცხინვალი ისტორიის დამახინჯებას ცდილობს და საბუთად არარსებული წყაროები მოჰყავს.