ლაგოდეხში მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო – რას აცხადებს სკოლის დირექტორი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანში 18 წლის ბიჭმა მერაბ.ქ-მ თავი ჩამოიხრჩო.
საკუთარ სახლში გარდაცვლილი ახალგაზრდა  დედამ იპოვა. ადგილობრივებს თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივის დასახელება უჭირთ.
მერაბ ქ. სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობდა. პარალელურად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მოხალისედ მუშობდა.
“კვირასთან“ საუბრისას ცოდნისკარის საჯარო სკოლის დირექტორმა მერაბ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა კარგი მოსწავლე და უკონფლიქტო ადამიანი იყო.
„გაოცებულები ვართ, ძალიან კარგი მოსწავლე, უკონფლიქტო და მხიარული ბავშვი იყო. ის ლაგოდეხის მოცეკვავეთა ანსამბლში ცეკვავდა. ეკლესიური ბავშვიც იყო. პარალელურად ლაგოდეხის მუნიციპალტეტის გამგეობაში, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მოხალისედ მუშობდა. ემზადებოდა და უმაღლესში აპირებდა ჩაბარებას.
რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, წარმოდგენაც მიჭირს“, – განაცხადა დირექტორმა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები