„მერია საგანგებოდ წელავს პროცესებს, რომ ახალი ავტობუსები არჩევნებისთვის შემოიყვანონ“

საკრებულოს წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მერიის მუშაობა გააკრიტიკა. თბილისის მთავრობას მან დაპირებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი და ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
უგრეხელიძის განცხადებით, მერია მხოლოდ ასი ახალი ავტობუსის მოყვანას ფიქრობს, რაც რეალურად სურათს ვერ შეცვლის და ქალაქისთვის საკმარისი არ არის.
„მერია „იბიარდის“ სესხით აპირებს ახალი ავტობუსების ყიდვას. ამის შესახებ ტენდერი ნოემბერში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი დღეა, რაც ტენდერის შესახებ გამოქვეყნდა. ამას თავის ვადები აქვს, უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ისინი საგანგებოდ წელავენ ამ პროცესს და გაუსაძლის მდგომარეობაში ამუშავებენ მძღოლებს, ატარებენ მოქალაქეებს იმის გამო, რომ არჩევნებისთვის შემოიყვანონ ავტობუსები, რომ რაღაცნაირად ეს მათ რეიტინგს დაეხმაროს. თუ იქნება კიდეც ეს ასი ავტობუსი შემოყვანილი, ეს დიდად ვერ შეცვლის მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობას, ვინაიდან დღეს ქალაქში 500 – 600 ავტობუსი უნდა დადიოდეს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბიუჯეტიდან დარჩენილი 30- მილიონიანი ნაშთის ნაწილი მაინც წარმართულიყო ავტობუსების საყიდლად. შეიძლებოდა 20 მილიონით 35-40 ნორმალური ავტობუსი შესყიდულიყო, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, იღებენ სესხს. აიღონ სესხი, მაგრამ „იბიარდის“ პირობები და ფორმალობები საკმაოდ ხანგრძლივია და დროის ფაქტორიცაა. თბილისის მერია არ შეიძლება გამუდმებით სესხებზე იყოს დამოკიდებული“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები