საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა

დღეს საქართველოს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები დღესვე თბილისში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავენ. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო კომისიასთან გამართავს შეხვედრას. დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები