პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აღნიშნული ტვირთი მოიცავს 9 ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გენერატორების შესყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მოკლე დროში (დათქმულ ვადებში) უზრუნველყო.
ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს.