“როცა ვსაუბრობთ ბრიუსელზე, რთულია, აქ ვეძიოთ სამართლიანობა, ლოგიკა და გონივრულობა” – შალვა პაპუაშვილი

“როცა ვსაუბრობთ ბრიუსელზე, რთულია, აქ ვეძიოთ სამართლიანობა, ლოგიკა და გონივრულობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გონივრულობას ნუ ვეძებთ ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, სამართლიანობა კი უკვე კარგა ხანია, დაკარგული აქვს მათ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ ამ პროცესში, დანამდვილებით ერთადერთი ვიცით, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არც ერთ პოლიტიკურ შანტაჟზე არ გავცვლით.

მთავარია, რომ ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რომ არანაირი სამართლიანობა და ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს. არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და მისი მოქალაქეები. ეს მავნე მიზნები დღეს აქვს ბრიუსელს საქართველოს მიმართ. ეს არის ის სამწუხარო შედეგი, სადამდეც მიიყვანა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და მისმა უნაირო დიპლომატიამ ევროკავშირის და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში.

ისიც გავიხსენოთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა, რამაც ბრიუსელი და ევროკავშირი გამოიყვანა საერთაშორისო სამართლის დარღვევად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები