ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს დღეს გააგრძელებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონტაქტების გაგრძელებას გეგმავს.
„სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრს ვისაუბრებთ და ასევე, ხვალ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში რამდენიმე რთული, გადაუჭრელი საკითხი რჩება.
თავდაპირველად მან უარი თქვა იმის დადასტურებაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელზე იყო მოლაპრაკებები უკვე შეთანხმებული, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი 95%-ს უახლოვდებოდა.