თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შვიდი პოლიციელი დაიჭრა
თურქეთის ქალაქ იალოვაში, ISIS-ის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს, შეიარაღებული შეტაკება მოხდა.
ინციდენტის დროს 7 პოლიციელი დაშავდა.
ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმებია გაგზავნილი.
სროლა, რომელიც 2:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
კონფლიქტის ზონაში ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და მშვიდობიან მოსახლეობას ოპერაციის ზონაში შესვლა ეკრძალება.