„მთავრობა არ არის ვალდებული, პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს, კეთილი ნება კი ყველას შეუძლია გამოხატოს“

„მთავრობა არ არის ვალდებული, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ტყემალაძის განცხადებით, პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი მთავრობის მეთაური, შესაბამისად, მინისტრებს შეუძლიათ, კეთილი ნების ვალდებულება გამოხატონ და პარლამენტში მივიდნენ. დეპუტატის თქმით, თუ მთავრობა შესძლებს და პარლამენტში მივა, ეს კარგი იქნება, რადგან საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ლაპარაკი, თითქოს ვინმე პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს.
„ მთავრობა ახალი კონსტიტუციით არ არიან ვალდებული, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწროს, რადგან პრეზიდენტი მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის. დღეს მთავრობას ამის ვალდებულება არ გააჩნია, კეთილი ნების ვალდებულება შეუძლია, ყველას გამოხატოს. თუ მოვა, კარგი იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ის ლაპარაკი, თითქოს ვინმე აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, ტყემალაძის განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით გამოდის პრეზიდენტი, მისი გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა ეთმობათ ფრაქციის ხელმძღვანელებს და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ფრაქციის თავმჯდომარეები არიან პოლიტიკური ფიგურები და, ერთი მხრივ, ეს არის დებატები, იმიტომ რომ 12 ფრაქციის ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის, მაგრამ შეიძლება პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ, ფრაქციის თავმჯდომარეების გარდა, გამოსვლის უფლება ჰქონდეთ კომიტეტის თავმჯდომარეებსა და დეპუტატებს“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი კონსულტაციებს აწარმოებენ. ტყემალაძის თქმით, კანონმდებლები ნებისმიერ დროს მზად არიან, პრეზიდენტს მოუსმინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები