გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრების განცხადებით, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრაზე საარჩევნო საკითხები განიხილება.
ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა, რასთან დაკავშირებითაც ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდა.
ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გუშინ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები