თიბილოვი ოკუპირებულ ცხინვალს სახელს უცვლის

თიბილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას სახელს უცვლის. უკანონო ინიციატივა განხილვის პროცესშია. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია“, „ალანიის რესპუბლიკა და სამხრეთ ალანია“, – ასეთია საოკუპაციო რეჟიმის ვერსიები.
ოკუპირებული ცხინვალის ისტორიკოსები დე ფაქტო მთავრობის გამართლებას ცდილობენ, თუმცა თბილისში სწორედ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ალანია და არც სამხრეთ ოსეთი არასდროს არსებობდა და ტერმინი „ოსეთიც“ კი პირველად, მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთის ჩინოვნიკთა მიმოწერაში ჩნდება. ისტორიკოსებს საოკუპაციო რეჟიმის ინიციატივა ისტორიულ უსამართლობად და რეგიონში ქართული კვალის წაშლის კიდევ ერთ მცდელობად მიაჩნიათ. ცვლილებაზე მუშაობა კი ოკუპირებულ ცხინვალში უკვე დაწყებულია – დე ფაქტო მთავრობის ვებგვერდები, მათ შორის „ოსინფორმის“ ვებმისამართი უკვე „ალანიაინფოთი“ შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები