„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა დღეს, საინაუგურაციო სიტყვაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
“ევროპაში კონფლიქტები კვლავ გადაუწყვეტი რჩება. ვითარება უკრაინაში კვლავ ფაქიზია. კონფლიქტმა 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქვეყნის ნაწილს კვლავ აკონტროლებენ, მშვიდობა კი კვლავ მიუღწეველია. უსაფრთხოების საფრთხეები და გაყინული კონფლიქტები კვლავ არსებობს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დნესტრისპირეთი, მოლდავეთის რესპუბლიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველო და მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი. ჩვენი მხრიდან, უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა გაყინულ კონფლიქტებზე ევროპის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის დნესტრისპირეთში – მოლდავეთის რესპუბლიკა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – საქართველო და მთიან ყარაბაღში -აზერბაიჯანი. ეს კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები