ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მიშა მესხმა ბორისპოლის აეროპორტში გრძნობა დაკარგა (ვიდეო)
ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევის ბორისპოლის აეროპორტში ექიმებმა გადაარჩინეს. მათ ტაქსში გრძნობა დაკარგეს. მძღოლმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მგზავრების გადარჩენა მოახერხა.
ვიდეომასალაზე, რომელიც “ესპრესო ტვ”-მ გამოაქვეყნა, ჩანს წინა სავარძელზე გადაწოლილი მიშა მესხი, ხოლო უკანა სავარძელზე – მისი მეგობარი, რომლებიც ნიშადურის სპირტიანი ბამბის ნესტოებთან მიტანაზეც არ რეაგირებენ.
კადრების მიხედვით, მიშა მესხის გონზე მოსაყვანად მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, ორივე მგზავრი მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მათ თან ჰქონდათ აბები და სხვა საშუალებები, რომლებიც შესაძლოა, ნარკოტიკების ჯგუფს ეკუთვნოდეს.