დასავლეთ სარდლობის დანაყოფებს კავშირგაბმულობის სწავლება ჩაუტარდათ – ფოტოკოლაჟი
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დანაყოფებს ხონში კავშირგაბმულობის მასშტაბური სწავლება ჩაუტარდათ.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტაქტიკურ-სპეციალურ საჩვენებელ წვრთნაში დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფიდან 68 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლებას გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნუგზარ კაიშაური, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ნემსიწვერიძე და სწავლების საერთო ხელმძღვანელი სახმელეთო ჯარების G-6 სამართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ოთარ ბუგიანიშვილი დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, საველე სწავლების მიზანს ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის სპეციალისტების მიერ საველე პირობებში საანტენოე მეურნეობის გამოყენების უნარ-ჩვევების სრულყოფილად შესწავლა და საანტენოე მეურნეობის გამოყენების პროცედურების უნარ-ჩვევების დანერგვა წარმოადგენდა.