კახა კალაძე დღეს იანოშ ჰერმანს შეხვდება
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდება.
ამის შესახებ „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციითვე, ორმხრივი შეხვედრა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.