ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – 62-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მონაწილეები უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ასევე, არის წინა შეხვედრებიდან მომდინარე თემები, მათ შორის ახალგორის მკვიდრის, დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა.

დღის წესრიგში შედის ტირიფონის არხის გაწმენდის საკითხიც. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილავენ გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლებისა და შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.