23 წლის ლევან ლაფაჩი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 23 წლის ლევან ლაფაჩი, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფლიდან შეიარაღებულმა ფორმიანებმა გუშინ გაიტაცეს, უკვე გაათავისუფლეს. „კვირას“ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლევან ლაფაჩი შეიარაღებულმა ფორმიანებმა გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაფაჩი სოფლის განაპირას სანადირო თოფით ფრინველზე სანადიროდ იყო წასული. ლევან ლაფაჩი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იყო მოთავსებული. მას ბრალად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები