სოფელ ქერესთან შეიარაღებულმა ფორმიანებმა 23 წლის ლევან ლაფაჩი დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქერეს განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მცხოვრები, 23 წლის ლევან ლაფაჩი დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, შეიარაღებულმა ფორმიანებმა 23 წლის ლევან ლაფაჩი გუშინ, 18 იანვარს დააკავეს. ლევან ლაფაჩი სოფლის განაპირას სანადირო თოფით ფრინველზე სანადიროდ იყო წასული.
ადგილობრივების მტკიცებით, ლაფაჩს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი არ გადაუკვეთავს. ქერელების და ლაფაჩის ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდები სისტემატურად გადაადგილდებიან სოფლის განაპირას, მათ შორის საკმაოდ ხშირად სანადიროდაც, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არასდროს გადასულან. ამ დრომდე დაკავებულის ოჯახს არავინ დაკავშირებია.
ლევან ლაფაჩი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები