არჩილ თალაკვაძე: ქირიას მკვლელობის გამოძიებამ ამოსწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხ საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა. თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ბოლო საქმესთან.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ გააცოცხლა, ამოსწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005-2009 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება – ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “იმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები