„ შესაძლოა, საარჩევნოდ სხვა სცენარი იყოს და პარტია „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლადაც გავიდეს არჩევნებზე“

„არავითარი სიმპტომები არ არის იმისა, რომ კოალიცია უნდა დაიშალოს, თუმცა პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, შესაძლოა, სულ სხვა სცენარი იყოს და პარტია „ქართული ოცნება“ სრულიად დამოუკიდებლადაც გავიდეს არჩევნებზე“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
ქანთარიამ ასევე კოალიციის შესაძლო გაფართოებაზე და მმართველი გუნდის საარჩევნო ამოცანებზეც ისაუბრა.
„ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ნებისმიერი თემა, რომელიც აიწევა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნოდ. ნებისმიერი პორბლემა, რომელიც შესაძლოა, არც იყოს პრობლემა, მნიშვნელოვნად გასაღდება იმის გამო, რომ არჩევნებია და იქნებ ვინმემ გარკვეული ქულები დაიწეროს. ჯერჯერობით კოალიციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, კოალიციის საბჭოზე მოხდება ყველაფრის განხილვა და გადაწყდება, დაემატება თუ არა პოლიტიკური სუბიექტები და რამდენად სარგებელს მოუტანენ კოალიციას, ასაწონ-დასაწონია. ამის შედეგად კოალიციის საბჭო იმსჯელებს. საარჩევნოდ ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს. ერთი ის, რომ ჩვენ ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და ისეთი არჩევნები, რომ არავის კითხვა არ დარჩეს და მეორე ამოცანაა, რომ ჩვენ მოვიდეთ უმრავლესობით ხელისუფლებაში“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები