პატრიარქი ხვალ კიდევ 659 ბავშვს მონათლავს

ნათლისღების დღესასწაულზე, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის “ძლევაი” ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 659 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.
ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 26 688 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 41-ე ნათლობა სამების ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე შედგა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები