თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.
შეზღუდვა 10:00 საათიდან 13:00 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს (705 აბონენტს) შეეხება.
ელექტრომომარაგება 10 -დან 17 საათამდე თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს (519 აბონენტს) გაეთიშება.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტეოენერგია სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას მე-5 ქუჩის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს (645 აბონენტს) არ მიეწოდება.
ელექტრომომარაგება 11 საათიდან 18 საათამდე ბუდაპეშტის ქუჩის მაცხოვრებლებს (161 აბონენტს), რუსთაველის გამზირის, ალ. ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს (527 აბონენტს) შეეზღუდება.
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს (629 აბონენტს) შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები