“თი-ბი- სი“ ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა
“თი-ბი- სი“ ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების სუპერპრიზის მფლობელი გუდაურში ბინით დააჯილდოვა. “თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების მთავარი პრიზის – გუდაურში ბინის მფლობელი 26 წლის გიორგი ჩალიგავა გახდა.
მოგებული ბინის გასაღები გიორგი ჩალიგავას “თი-ბი-სი“ ბანკის იპოთეკურ ცენტრში საზეიმოდ გადაეცა. ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალურ გათამაშებაზე 500 000-მდე ბილეთიდან, სუპერპრიზის გარდა, 1 000- ლარიანი ფულადი ჯილდოს მფლობელი, 10 იღბლიანი მომხმარებელიც გამოვლინდა.
გათამაშება “თი-ბი-სი„“ბანკის ცენტრალურ ფილიალში 15 იანვარს გაიმართა და მასზე დასწრება ყველა მონაწილეს შეეძლო. ფინალურ გათამაშებაში ის მომხმარებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც დეკემბრის თვეში „თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკით სხვადასხვა ოპერაცია განახორციელეს. ტრანზაქციების განხორციელებისას მომხმარებლები ქულებს აგროვებდნენ და ავტომატურად ერთვებოდნენ გათამაშებაში. “თი-ბი-სი“ ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის აქცია სამი თვის განმავლობაში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდა და სხვადასხვა პრიზით (ეფლის პროდუქცია, ფულადი ჯილდო, სუპერპრიზი) 31 გამარჯვებული დაჯილდოვდა.