უამინდობის გამო სტამბოლი – ქუთაისის ავიარეისი გადაიდო
სტამბოლში უამინდობის გამო სტამბოლი – ქუთაისის ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ “კვირას” მგზავრებმა თურქეთიდან აცნობეს. კომპანია “პეგასუსის“ თვითმფრინავი სტამბოლიდან (გოგჩენის აეროპორტი) ქუთაისიის მიმართულებით ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა ადგილზე მისულ მგზავრებს განუცხადეს, რომ რეისი უამონდობის გამო ვერ შესრულდება.
როგორც “კვირას“ საქართველოს ავიასერვისების სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული რეისის მგზავრებს კომპანია უახლოეს რეისზე გადასვამს.