იან კელი: საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება.
“ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი (მთავრობის წევრების) განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები