გლდანის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

მაგისტრალური წყლის მილის მონაკვეთი, რომელიც გლდანის VIII მიკრორაიონში გადის, ავარიულად დღეს დაზიანდა.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალსადენის 450 მმ-იანი მაგისტრალური მილის აღსადგენად სამუშაოებს დღეს, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყებს.
“სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, საღამოს 20:00 ხვალ, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, სოფლებს: გლდანსა და გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას. ჩამოთვლილ უბნებს წყალი ხვალ დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით”,- აცხადებენ კომპანიაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები