“გამოსაძიებელია, რამდენად ხდებოდა “ქოლ ცენტრებიდან” დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების – ამის შესახებ ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ” – მათიკაშვილი
“გამოსაძიებელია, თუ რამდენად ხდებოდა “ქოლ ცენტრებიდან” დაფინანსება ამ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ტელევიზიების. ამის შესახებ გარკვეული ეჭვები, ასევე, ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს გამოეხმაურა.
“საგამოძიებო ორგანოებს გამოსაძიებელი აქვთ ის მოცემულობა, რაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ მედიებსა და “ქოლ-ცენტრებთან” კავშირში არსებობს. ამის შესახებ გარკვეულწილად ისაუბრა კიდეც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, როდესაც იყო საუბარი ამ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. ლევან ხაბეიშვილის საუბარი და ის საგამოძიებო არსენალი, რომელიც ხელისუფლების და საგამოძიებო სტრუქტურების ხელშია, ბუნებრივია, გამოსაძიებელია, თუ რამდენად ხდებოდა “ქოლ-ცენტრებიდან” დაფინანსება ამ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ტელევიზიების. ამის შესახებ გარკვეული ეჭვები, ასევე, ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულებები, როგორც ჩანს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ,” – თქვა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, – მათ შორის არის “ქოლ-ცენტრების” საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება.