2025 წელს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსებში 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ორგანიზებულ სასწავლო კურსებში 2025 წელს 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა. სასწავლო კურსები შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს, ასევე სატარიფო პოლიტიკას.

მიმდინარე წელს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა პრაქტიკული გზამკვლევი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი პროექტი: „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“. ინიციატივის შედეგად გადამზადდა ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის 650-მდე მოსწავლე 40 სხვადასხვა სკოლიდან და 50 სტუდენტი.

გარდა ამისა, განხორციელდა პროექტი სახელწოდებით: ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ. ფინანსური მხარდამჭერი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით: საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

ცენტრის ინიციატივით განხორციელდა პროექტი ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტში ჩართული იყო თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტის 15 სკოლის 200-მდე მოსწავლე.

აშსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ“ წარმატებით განხორციელებისთვის Energy Globe”-ის ჯილდო გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები