2025 წელს სემეკმა 3361 განცხადება/საჩივარი განიხილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალურ კომპანიებთან მიმართებაში 3361 განცხადება/საჩივარი შევიდა.

საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა კომუნალურ კომპანიებთან არსებულ სადავო საკითხებს დარიცხვებთან მიმართებაში, ასევე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებზე, წყალმომარაგების სისტემებზე მიერთების ვადის გაზრდის საკითხებს.

სემეკი შეახსენებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების შემთხვევაში მიმართონ სემეკს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე -16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით. სემეკში განცხადება/საჩვრის გაგზავნა შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები