ილია მეორე : კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა

დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რამდენად რთულია ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება დავძლიოთ სირთულეები – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა.
მისი თქმით, ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია.
“სირთულე შეიძლება მრავალსახის იყოს – როცა ადამიანი ვერ ხედავს თავის თავს, როცა ადამიანი თვლის, რომ უარყოფითი მოქმედებანი, რომელსაც ის აკეთებს, ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით აწუხებს კაცობრიობას ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის. ეს არის ბრძოლა ბოროტთან. ამიტომ ყოველდღე უნდა აკურთხოთ ნაკურთხი წყლით თქვენი ოთახები, სახლი, ეზო და აკმიოთ საკმეველი, რათა ბოროტი ძალა თქვენს სახლში არ შემოვიდეს”, – ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები