თბილისში, ჯიპს, რომელიც ქალბატონის კუთვნილებაა ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში ჯანაშიას ქუჩაზე “ლენდ კრუიზერის” მარკის ჯიპს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დვალიშვილების ოჯახს ეკუთვნის.
„კვირას“ ინფორმაციით, ავტომანქანა ქალბატონის კუთვნილებაა, რომელიც ჯანაშიას ქუჩაზე ცხოვრობს.
მომხდართან დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები