ანა დოლიძე გენდერის მედიაცენტრს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ბათუმის გენდერის მედიაცენტრს ეწვია.
რადიო „აჭარაში“ გამართულ შეხვედრას ბათუმსა და აჭარის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში მოქმედი ქალთა კლუბების წევრები დაესწრნენ.
„სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია. თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო სამსახური საზოგადოების უშუალო ნაწილია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და საჭირბოროტო საკითხებზე მათი აზრის მოსმენა. ვისაუბრეთ გენდერული თანასწორობის საკითხებზე. სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქალების წარმოჩენა, სამხედრო სამსახურში მიღება და დაწინაურება. უწყებაში აქტიურად ვსაუბრობთ ქალების ჯარში გაწვევაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ამ თემაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა“, – განაცხადა ანა დოლიძემ
ქალთა კლუბის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილესთან კვოტირების ინსტიტუტის ამოქმედების მექანიზმები, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და ამ კუთხით გატარებული რეფორმები განიხილეს.
ანა დოლიძემ ქართულ ჯარში ქალთა როლზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები