გიორგი კვირიკაშვილი თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ ბიზნესმენს, „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქს შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ბიზნესმენი საქართველოში ახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენმა ჩვენს ქვეყანაში ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
„მინდა იცოდეთ, რომ კონკრეტულად თქვენ, საქართველოში ათობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეთ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და გპირდებით მთავრობის აბსოლუტურ მხარდაჭერას იმ ძალიან ბევრ კარგ საქმეში, რასაც აკეთებთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენს.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“, უკვე მეორედ, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის დონაცია განახორციელა, რამაც ფონდს ონკოლოგიური დაავადებების მქონე მრავალი ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენის საშუალება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები