ოთარ დანელია ლატვიის და ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება.
ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2016-ს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს სტენდზე ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იანის დუკლავსს და ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრს, ურმას კრუუსესს უმასპინძლა და შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ აკვაკულტურის და მეცხოველეობის დარგში, ასევე რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.
ლატვიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აკვაკულტურის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართველ სპეციალისტებს უმასპინძლოს და ქართული რეალობისთვის ადაპტირებული საჭირო პრაქტიკა გააცნოს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გასუვეს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის აუცილებლობას.
ოთარ დანელიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოში კოოპერატივების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მცირე ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.
შეხვედრაზე ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრმა, ურმას კრუუსესმა აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოსთან თანამსრომლობას აქტიურად გააგრძელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაქონლეობაში სანაშენე საქმიანობისა და მერძევეობის განვითარების მიმართულებით განხორცილდება ერთობლივი პროექტები, რომლებსაც ესტონური მხარე დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები