დავით ნარმანია: მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ დაზიანებული სახლები დროულად აღვადგინოთ

კრწანისის რაიონში, აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერი, დავით ნარმანია ესტუმრა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მერია პირველ რიგში, დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყოფს, პარალელურად კი დაზიანებული სახლის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
“ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. პირველ რიგში, ჩვენ დავპირდით მათ ქირით გაყვანას, ვიდრე არ შევუკეთებთ იმ სახლს, რომელიც დაზიანდა. ჩვენ გადაუდებელი წესით დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. კარგია, რომ ოპერატიულად მოხდა რეაგირება სამაშველო სამსახურის მხრიდან და ზიანი დიდი არ არის. ძირითადად მაინც ერთ ოჯახს შეეხო და მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ დაზიანებული სახლები დროულად აღვადგინოთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
შეაგახსენებთ, რომ კრწანისის რაიონში, აბესაძის #18/20-ში ხანძარი დღეს გაჩნდა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლი ორ შენობას გაუჩნდა, ერთ შენობაზე ხის აივანსა და სახურავს, ხანძარი დაახლოებით 75 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მეორე შენობის სხვენის სახურავს და 10-15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები