თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ გ.აბესაძის ქ.23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ მასალას, საკომუნიკაციო მილებს ცეცხლი გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდა სამშენებლო მასალისა, დაზიანდა ასევე სამშენებლო ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე შენობის სახურავის მცირე ნაწილი და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლის ხის აივანი, ფასადები.
“დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფს თბილისის მერია, მისი შესაბამისი სტრუქტურების საშუალებით. ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები