თბილისში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, საიათნოვას ქუჩაზე იტალიურ ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 16 სახანძრო მანქანა იმყოფებოდა. მათვე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ორ შენობას გაუჩნდა, ერთ შენობაზე ხის აივანსა და სახურავს, ხანძარი დაახლოებით 75 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მეორე შენობის სხვენის სახურავს და 10-15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები