ცხინვალში „ოსტელეკომის“ ოფისიდან 3 მილიონი მოიპარეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, „ოსტელეკომის“ მთავარი ოფისიდან 3 მილიონი რუბლი (დაახლოებით 39 ათასი დოლარი) მოიპარეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, ფულის დანაკარგის აღმოჩენის შემდეგ „ოსტელეკომში“ სამართალდამცველები გამოიძახეს. მათ თითის ანაბეჭდები აიღეს. მძარცველების ვინაობა სათვალთვალო ვიდეოკამერების მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს.
ამ ფაქტზე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები