ავსტრალიამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე აშშ-ს უარი უთხრა

ავსტრალიის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა. ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 780 ავსტრალიელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობენ.
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა მარის პეინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში იმ დონეზე მიიღებს მონაწილეობას, როგორც ამას ამჟამად აკეთებს. 2015 წლის დეკემბერში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა კოალიციის ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ სამხედრო ოპერაციებში უფრო აქტიურად ჩაერთონ.
ავსტრალიის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყში პირველად 2014 წელს დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები