მანანა კობახიძე: წინასაარჩევნო პერიოდია და ალეკო ელისაშვილს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის შეფასებით, შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელი აქტივობები მის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
“გამომდინარე იმ ფუნქციებიდან, რაც ეკა ბესელიას აქვს ამ საპროკურორო საბჭოში, ნამდვილად ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ რაიმე გავლენები, ამ შემთხვევაში საგამოძიებო პროცესზე აქვს. ამის საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი შესაძლებელია იყოს განხილული. არანაირი პრობლემა თანამდებობებზე ყოფნის და თანამდებობების გამო რაღაც ჭიდილის, ნამდვილად არ არსებობს. აქ არის ერთი რამ, რომ ელისაშვილს აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, წინასაარჩევნო პერიოდია და ეს ყველაფერი უკავშირდება ამ მიზნების მიღწევას ასეთი მეთოდებით”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები