ინდონეზიის დედაქალაქში სისხლიანი ტერორისტული აქტი მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტებმა ექვსი აფეთქება მოაწყვეს. დაღუპულია 6 ადამიანი. ერთი აფეთქება სავაჭრო ცენტრ Sarinah-სთან მოხდა. ამის შემდეგ აქ ტერორისტებსა და სამართალდამცველებს შორის ორმხრივი სროლა გაიმართა. თავდამსხმელებმა აფეთქებები გაეროს საინფორმაციიო ცენტრთან და კაფე Starbucks-თანაც მოაწყვეს. სულ თავდასხმაში 14 ტერორისტი მონაწილეობდა.